რაჭული ღვინო



     ღვინო – ,,ხვანჭკარის" მიკროზონა მდებარეობს რაჭაში ამბროლაურის ადმინისტრაციულ რაიონში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე, ჩრდილოეთ განედის 42030' და აღმოსავლეთი გრძედის 43000' კოორდინატებს შორის არსებულ ფართობებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-750 მეტრი სიმაღლის საზღვრებში. მიკროზონა ვრცელდება მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე განედური მიმართულების ხეობის გასწვრივ 35-40 კმ მანძილზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. ვენახები გვხვდება აგრეთვე, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზერაჭის ქედის ჩრდილო დაქანებებზე.
ღვინო – ,,ხვანჭკარის" მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფ. ხვანჭკარის მახლობელ სოფლებს: წესი, კვაცხუთი, სადმელი, ღვიარა, ბოსტანა, დიდი ჩორჯო, პატარა ჩორჯო, მეორე ტოლა, პირველი ტოლა, ჭრებალო, ჭყვიში, ჟოშხა, ქვიშარი, ღვარდია, ბარეული, ღადიში, ბაჯი, ბუგეული, საკეცია, ჯვარისა, იწა, კრიხი, ახალსოფელი, გორი, ხიმში, აბანოეთი. ზოგიერთ წლებში ,,ხვანჭკარის" ღვინომასალის მიღება შესაძლებელია ცაგერის რაიონის სოფლებში - ალპანასა და ორბელში.


ნიადაგი - ,,ხვანჭკარისდასახელების ღვინო-მასალის მისაღებად ვენახები და სავენახე ფართობები ძირითადად განთავსებულია ქვემო რაჭისამბროლაურის ტერიტორიაზეძირითადად მდრიონის მარჯვენა მხარეს.
მიკროზონის დადგენის მიზნით, 2005 წლის ივნის-ივლისის თვეებში საქართველოს მებაღეობისმევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნიადაგმცოდნე სპეციალისტებმა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების ტერიტორიებზე ჩაატარეს ნიადაგების საველე და კამერალური სამუშაოები.
ნიადაგის ანალიზური სამუშაოები ჩატარდა ამავე ინსტიტუტის აგროქიმიის ლაბორატორიაში.
გამოკვლევა ჩატარებული იქნა მდრიონის ორივე მხარესსიმაღლე ზღვის დონიდან 450-750 -ის ფარგლებში (ტექსტის შემდგომ ნაწილში აღინიშნოს ()) და გამოყოფილი იქნანეშომპალა-კარბონატული ნიადაგების სამიყომრალი ნიადაგების ერთიდელუვიურ-პროლუვიური ნიადაგების ერთ და ალუვიური ნიადაგების ერთი სახესხვაობა – სულ ექვსი სახესხვაობა.







მეექვსე სახესხვაობის ნიადაგიალუვიური, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, თიხნარი ხასიათდება სოფ. წესი ნაკ. ,,კოტეს ჭალა" . . . 550 ჭრ.#4.
,,ხვანჭკარის" დასახელების ღვინომასალის მისაღებად ნიადაგურ-კლიმატური და რელიეფური ფაქტორების მხრივ, მდ. რიონის მარჯვენა მხარეს გამოირჩევა სოფლების: ხვანჭკარის, დიდი და პატარა ჩორჯოს, ბოსტანას, ღვიარას, სადმელის, ძირაგეულის, კვაცხუთის, I და II ტოლას, ჭრებალოს ნაკვეთი ყავრულში, ხოლო მდ. რიონის მარცხენა მხარეს სოფ. ბუგეულის (ზღვის დონიდან 750 სიმაღლემდე და მის გასწვრივ მდებარე) ტერიტორიები.
არსებული ვენახები, სადაც წარმოდგენილია ალექსანდროულის, მუჯურეთულის, წულუკიძის თეთრას, საფერავის, ძველშავის, ცოლიკოურის და სხვათა შერეული ნარგაობები ამჟამად შეადგენს დაახლოებით 900 ჰექტარს, უახლოეს პერსპექტივაში გასაშენებელია 90-100 ჰექტრამდე.
სათანადო აგროტექნიკურ ღონისძიებათა გატარების და განოყიერების პირობებში აღნიშნული ნიადაგები იძლევიან პირობებს მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად.




No comments:

Post a Comment