ისტორიული ძეგლები


ისტორია
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოშიმოიცავს ისტორიულგეოგრაფიული პროვინციების რაჭისლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივტერიტორიებს.
ღირშესანიშნაობები
ნიკორწმინდის ეკლესია

 ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელშიდასავლეთის შესასვლელის  წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში.
 ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისააშიგნიდან კი ხუთაფსიდიანიადასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს.  აფსიდის შვერილებზერომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთაღმართულია გუმბათის ყელიექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე  გადასვლა ხდება აფრების მეშვეობითსაკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად  არის დაგრძელებულიმთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკებიგვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები.
ბარაკონის ტაძარი

ბარაკონიღვთისმშობლის ტაძარიძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაშიამბროლაურის მუნიციპალიტეტშისოფელ წესთანრაჭის ერისთავის როსტომის ბრძანებით 1753 წელს ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმაშენობა სწორკუთხაამინაშენთა გარეშეგუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძსნაშენია ქვით და გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებითფასადებზე ვხვდებით ზოგიერთ ძველებურ ელემენტს (აღმოსავლეთი ნიშები), უმეტესად ტრადიციულია ჩუქურთმის სახეებიცმაგრამ მორთულობა მოკლებულია მთლიანობას და ორგანულად ვერ უკავშირდება არქიტექტურას.
ხოტევის ციხე

 ხოტევის ციხე – ციხესიმაგრე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევშისავარაუდოდ აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის  უკანასკნელ მეოთხედშიციხე ამჟამად დანგრეულიაშემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურებიმას გარს ერტყა გალავანიციხე  ორსართულიანი იყოხოტევის ციხე ძალზედ მტკიცე და ძნელად ასაღები ყოფილა.
 მას მოიხსენიებს ასევე გერმანელი მეცნიერიმოგზაური იოჰან გიულდენშტედტიმისი სიტყვით ხოტევის ციხე მეფემ გადასცა თავად  წულუკიძესმაგრამ რომელმა მეფემ და როდისამის შესახებ მეცნიერი არაფერს გვეუბნებამისივე ცნობით ციხის ქვემოთ არის  გაუვალი ტბა.
მინდა ციხე

მინდა ციხე – შუა საუკუნეების ციხესიმაგრედასავლეთ საქართველოშირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშიამბროლაურის მუნიციპალიტეტშისოფელ წესის მახლობლადეკუთვნოდა რაჭის ერისთავებს.
მრავალძალის ეკლესია

 მრავალძალი — XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაშიწმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ონის  მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებშიეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებითმასში რამდენიმე  ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1894 წელს  დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში  მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანაროგორც ეკლესიის ძველიასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.
დაცული ტერიტორიები
 რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიები

რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიები მებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ ფერდობზექვემო სვანეთისლეჩხუმისა და რაჭის ტერიტორიებზე.  იგი ვრცელდება ლენტეხისცაგერისამბროლაურისა და ონის ადმინისტრაციული რაიონების ტერიტორიებზეზღვის დონიდან 500-4600  სიმაღლის ფარგლებში.
რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის დაცული ტერიტორიების გეგმარებითი ფართობია 229 532 ჰა და იგი მოიცავს შემდეგ კატეგორიებსრაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის ეროვნულ პარკს, 12 ბუნების ძეგლს, 4 აღკვეთილსა და 1 დაცულ ლანდშაფტს.
კურორტები
 შოვი

 შოვი – სოფელი ონის მუნიციპალიტეტში (გლოლის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა  შენაკადიხეობაშიოსეთის სამხედრო გზაზეზღვის დონიდან 1520 მეტრიონიდან 30 კილომეტრი.
 შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტიაარის ნოტიო ჰავაიცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო  ტემპერატურა -6°) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16°). სამკურნალო ფაქტორი:მთის ჰავა და  ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალისამედიცინო ჩვენებასუნთქვის ორგანოთა,  კუჭ-ნაწლავისსანაღველე და საშარდე გზების დაავადებანილიმფადენიტიმეორეული სისხნაკლებობა და სხვაშოვში არის სანატორიუმებიდასასვენებელი სახლებიპანსიონატები ტურბაზა და სხვასაკურორტო სეზონი გრძელდება – ივნის-ოქტომბერში.
ღები

ღები — სოფელი მდებარეობს რაჭაშიონის მუნიციპალიტეტშიმდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარესზღვის დონიდან 1350 ონიდან 35 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 492 კაციღების საისტორიო წყაროებში მოიხსენიება 1503 წლიდან.
მუზეუმები
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მისამართი: 3600, ონირუსთაველის . 26
ტელეფონი: (+995 99) 376 863
მუზეუმის მუშაობის განრიგიყოველდღეორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასიუფროსებისათვის: 1 სტუდენტებისა და ბავშვებისათვის: 0.50 .
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვებისოციალურად დაუცველი პირები, ICOM-ის წევრებისაქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდებიჯარისკაცებიიძულებით გადაადგილებული პირები.
ლადო მუსელიანის სახელობის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მუზეუმის მისამართილენტეხიილია ჭავჭავაძის . 14
ტელეფონი: (+995 90) 87 87 24
მუზეუმის მუშაობის განრიგიყოველდღეორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასიუფროსებისა და სტუდენტებისათვის: 1 ბავშვებისათვის: 0.20 .
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვებისოციალურად დაუცველი პირები, ICOM-ის წევრებისაქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდებიჯარისკაცებიიძულებით გადაადგილებული პირები.





  

No comments:

Post a Comment