განთავსებულია ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მდ. რიონის და მისი შენაკადების დინების
ზემო ნაწილში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ჯავის რაიონი, დასავლეთით – ლენტეხის და ცაგერის
რაიონები, სამხრეთით – საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ჭიათურის ზონები, ჩრდილოეთით – რუსეთის
ფედერაცია (ჩრდილო ოსეთის და ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკები) კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი
ქედით. დღეისათვის მოიცავს 2 ად მინისტრაციულ რაიონს: ონისა და ამბროლაურის. ონის რაიონის საერთო
ფართობი 1359 კმ2-ს, ამბროლაურის - 1142 კმ2-ს შეადგენს. ონის რაიონს უწოდებენ ზემო რაჭას, ხოლო
ამბროლაურის რაიონს – ქვემო რაჭას.
ონის რაიონის რელიეფი მთაგორიანია. სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 600 მეტრიდან 4462 მეტრამდე.
ჩრდილო ნაწილი (ფასის მთისა და ჭანჭახის მწვერვალებს შორის) უჭირავს რაჭა-ლეჩხუმის (ცენტრალური)
კავკასიონის ქედს, რომლის სამხრეთი კალთა აგებულია იურული თიხაფიქალებით და ქვიშა-ქვებით, თხემურ ი
ზონა – პალეოზურ-კამბრილის წინა გრანიტოიტებითა და კრისტალური ფიქლებით. მთავარი ქედის უმაღლესი.
ახასიათებს ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა +10
ადმინისტრაციული რაიონის მდებარეობა განსაზღვრავს მის ტერიტორიაზე ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ტიპის დომინირებას.
რაჭის მთავარი მდინარეა რიონი, რომელიც წყალუხვობით ქვეყანაში პირველ ადგილზეა. რიონი და მისი
შენაკადები შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება. მდ. რიონის წყალშემკრები აუზი 13400 კმ2-ია. რიონი სათავეს იღებს
კავკასიონის მთავარ ქედზე არსებული ფასის მთის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2960 მ სიმაღლეზე.
აქედან წარმოდგება რიონის ძველი სახელწოდება “ფაზისი”. მდინარის საერთო სიგრძე სათავიდან
შესართავამდე (შავი ზღვა) 327 კმ-ია. რაჭის ტერიტორიაზე რიონი 115 კმ-ს გადის, მათ შორის, ონის რაიონის
ტერიტორიაზე – 75 კმ-ს, ხოლო ამბროლაურის ტერიტორიაზე – 40 კმ-ს. მდინარის საშუალო დაქანებაა - 7.2
რიონმა წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში. ჩამონადენით გამოირჩევა
მდინარე ლუხუნისწყალი (ლუხუნურიწყალი, ლუხუნი) სათავეს იღებს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ ფერდობზე
არსებული რამდენიმე წყაროდან, ლუხუნისწვერის (3179,6 მ.) მთის კალთებიდან, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. 2
ჩაედინება მდინარე რიონში სოფელ წესთან, მარჯვენა მხრიდან. წყლის მოცულობა და რეჟიმი ფორმირდება
ალპურ, სუბალპურ და მთის ტყის ლანდშაფტებში.
No comments:
Post a Comment